გრიზმანი: "მოვიგებ თუ არა ოქროს ბურთს?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გრიზმანი: "მოვიგებ თუ არა ოქროს ბურთს?"

გრიზმანი:

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4:2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ ანტუან გრიზმანმა გააკეთა და ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა.

"მოვიგებ თუ არა ოქროს ბურთს? გამოკითხვა ჩატარდება და ვნახოთ, რა მოხდება. მე ვერაფერს გეტყვით.

ახლა ევროპის სუპერთასი გვაქვს სათამაშო, სადაც რეალთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის და ატლეტიკო ამისთვის მზადებას იწყებს", - განაცხადა გრიზმანმა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


სატურნირო რუქა