კასილასი ფინალის შემდეგ უკმაყოფილოა: "საფრანგეთმა გოლი გაიტანა და სად იყო VAR?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კასილასი ფინალის შემდეგ უკმაყოფილოა: "საფრანგეთმა გოლი გაიტანა და სად იყო VAR?"

კასილასი ფინალის შემდეგ უკმაყოფილოა:

იკერ კასილასი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს გამოეხმაურა.

პირველი გოლი საფრანგეთმა ჯარიმის მოპოვების შემდეგ გაიტანა, რომელიც გრიზმანმა შეასრულა და მანჯუკიჩს თავზე მოხვდა, რის შემდეგაც ავტოგოლი გავიდა.

რეალურად, ამ დროს არანაირი ჯარიმა არ იყო და მსაჯი შეცდა. კასილასი კითხვას სვამს, თუ რატომ არ გააუქმა ეს გოლი ვიდეო რეფერიმ.

"სიმართლე რომ ვთქვა, ვერ გავიგე როგორ მუშაობს ვიდეო რეფერი. მსაჯმა დანიშნა ჯარიმა გრიზმანზე, რომელიც რეალურად არ იყო ჯარიმა. საფრანგეთმა გაიტანა გოლი, თუმცა ეს გოლი არ გაუქმდა", - დაწერა მან.

ამ ფაქტს ლუის სუარესიც გამოეხმაურა და იკერს ასეთი კომენტარი გაუკეთა: "მართალი ხარ და მეტიც... პოლ პოგბა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შეტევაში."

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა