მარადონა საფრანგეთის ჩემპიონობაზე მოულოდნელ განცხადებას აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარადონა საფრანგეთის ჩემპიონობაზე მოულოდნელ განცხადებას აკეთებს

მარადონა საფრანგეთის ჩემპიონობაზე მოულოდნელ განცხადებას აკეთებს

ლეგენდარულმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, დიეგო მარადონამ თქვა, რომ საფრანგეთი გამოგონილი პენალტის შემდეგ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

შეგახსენებთ, ფინალში დიდიე დეშამის შეგირდებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფრანგებმა მეორე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს.

"საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გამოგონილი პენალტის წყალობით გახდა", - აცხადებს მარადონა.

"ვსაუბრობ მომენტზე, როცა პერიშიჩს ბურთი ხელზე მოხვდა. VAR-ის შემდეგ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო", - დასძინა დიეგომ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრებმა მუნდიალი ისტორიაში მეორედ მოიგო.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა