"მრცხვენია", - მარადონამ მუნდიალზე არგენტინის ნაკრების ასპარეზობა შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მრცხვენია", - მარადონამ მუნდიალზე არგენტინის ნაკრების ასპარეზობა შეაფასა


არგენტინის ნაკრების ლეგენდამ, დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის წარუმატებელი თამაშის გამო სრცხვენია.

"ალბისელეს" ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან (3:4) დამარცხდა.

"მრცხვენია", - ციტირებს მარადონას სიტყვებს The Sun.

"ძალიან სამწუხარო იყო არგენტინის ნაკრების ხეტიალი, რომელსაც მიზანი არ ჰქონდა".

"მიუხედავად ამისა, გუნდის ჩავარდნაში მესის ვერ დავადანაშაულებ", - დასძინა დიეგომ.

მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო და 15 ივლისს დასრულდა. ტურნირი საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა