ტევესის თხოვნა მესის: "არ წახვიდე!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტევესის თხოვნა მესის: "არ წახვიდე!"

ტევესის თხოვნა მესის:

არგენტინის ნაკრებმა 2018 წლის მუნდიალზე ცუდად იასპარეზა. სავარაუდოდ, ლეო მესის მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვეტერანმა კარლოს ტევესმა გააკეთა და მესის დარჩენა სთხოვა.

"დარწმუნებული ვარ, მესი ფიქრობს, თუ როგორ შეიქმნას ნაკრებში კომფორტი, როგორ ითამაშოს კარგად, მოიგოს ტიტულები და გააბედნიეროს გულშემატკივარი.

მას ვთხოვ, რომ ნაკრებიდან არ წავიდეს, რადგან წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გველის და მისი გუნდში ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია", - აცხადებს ტევესი.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


სატურნირო რუქა