"მადლობა მედლისთვის, მაგრამ არ მინდა", - კალინიჩმა განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მადლობა მედლისთვის, მაგრამ არ მინდა", - კალინიჩმა განცხადება გააკეთა


მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლა კალინიჩი ნაკრებიდან მოკვეთა.

მოგეხსენებათ, ხორვატია მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. მედალი კი კალინიჩსაც ეკუთვნოდა, რადგან განაცხადში იყო შეყვანილი.

"დიდი მადლობა მედლისთვის, მაგრამ არ მინდა, რადგან ამ მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ არ ვყოფილვარ", - აცხადებს კალინიჩი.

ნაკრებიდან მოკვეთის მიზეზი კი ისა, რომ კალინიჩმა შეცვლაზე შესვლა არ ისურვა და ტრავმა მოიმიზეზა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა