მესი სამპაოლის ეჩხუბა: "10-ჯერ მკითხე, თუ ვისი ხილვა მსურდა შემადგენლობაში"

მესი სამპაოლის ეჩხუბა:

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი და გუნდის სხვა ფეხბურთელები 2018 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიასთან (0:3) გამართული მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ხორხე სამპაოლისთან კონფლიქტში შევიდნენ.

ამ ინფორმაციას ჟურნალისტი, არიელ სენოსიანი საკუთარი წიგნის მეშვეობით გვამცნობს.

ფეხბურთელები ნიჟნი ნოვგოროდში (21 ივნისი) ხორვატებთან განადგურების შემდეგ მწვრთნელს დაუპირისპირდნენ და მას არაერთი კითხვა დაუსვეს.

"არ გვესმის, რას გვეუბნები. აღარ გენდობით", - თქვა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა.

"თავად გინდათ შემადგენლობის დაყენება, ვარჯიში, ყველაფრის თავად გაკეთება?"

ამის შემდეგ კონფლიქტში მესი ჩაერთო.

"უკვე 10-ჯერ მკითხე, თუ ვისი ხილვა მსურდა შემადგენლობაში და ვისი არა. არასოდეს დამისახელებია შენთვის ერთი გვარიც კი. ყველას წინაშე თქვი, დაგისახელე თუ არა რომელიმეს გვარი", - უთხრა სამპაოლის ფორვარდმა.

აღნიშნული საუბრის შემდეგ საქმეში არგენტინის ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტი, კლაუდიო ტაპიაც ჩაება.

"დანებება მოგიწევს", - განუცხადა ტაპიამ ხორხეს.

ასევე იხილეთ:

დღის ფოტო - დე ხეას გერლფრენდი ინსტაგრამზე გაშიშვლდა

მანჩესტერს ახალი კაპიტანი ეყოლება - მოურინიოს განცხადება

110 მილიონი ევრო! - რეალი მორიგ მეგა-ტრანსფერს ამზადებს


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა