ლიოვმა 2018 წლის მუნდიალზე ჩავარდნის მიზეზები დაასახელა

ლიოვმა 2018 წლის მუნდიალზე ჩავარდნის მიზეზები დაასახელა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა 2018 წლის მუნდიალზე ჩავარდნის მიზეზებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, "ბუნდესთიმი" ფლეი ოფს მიღმა დარჩა, გუნდმა F ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

"ბევრი სხვადასხვა ასპექტი არსებობს. უახლოეს კვირებში ანალიზის გაკეთების გასაგრძელებლად საკმარისი ფაქტი გვაქვს", - ციტირებს გერმანიის ფეხბურთის კავშირის (DFB) პრესსამსახური ლიოვის სიტყვებს.

"ორი განსაკუთრებით მნიშვენლოვანი მომენტი თამაშსა და განწყობას ეხება. სიხარულისა და ვნების გრძნობა უნდა დავიბრუნოთ, რომლებიც გერმანიის ნაკრებში თამაშს უკავშირდება".

"ამაში მდგომარეობს ჩემი როლიც - ფეხბურთელებს კვლავ უნდა შევძინო ენთუზიაზმი და სიამაყე. მსოფლიო ფეხბურთში ამჟამინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, ეს ჩვენი თამაშის სტილს უნდა დავუკავშიროთ", - დასძინა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:

დღის ფოტო - დე ხეას გერლფრენდი ინსტაგრამზე გაშიშვლდა

მანჩესტერს ახალი კაპიტანი ეყოლება - მოურინიოს განცხადება

110 მილიონი ევრო! - რეალი მორიგ მეგა-ტრანსფერს ამზადებს


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა