ავტორიზაცია

ლუქსემბურგთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია

ლუქსემბურგთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
თარიღი 21 მარ 2024, 13:00
დღეს 21 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩში ვილი სანიოლის გუნდი "დინამო არენზე" ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ცნობილია.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილოთაია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე

ვილი სანიოლმა ნაკრებში 26 ფეხბურთელს უხმო, საიდანაც სამატჩო განაცხადში 23 მოთამაშე მოხვდა.

განაცხადს მიღმა დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია დარჩა. 

სანიოლის გადაწყვეტილებით, მის გარდა განაცხადს მიღმა ანზორ მექვაბიშვილი და საბა საზონოვი არიან.