უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ


უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
გასული კვირის მსგავსად, გულშემატკივარს ამ შაბათ-კვირასაც ძალიან საინტერესო მატჩები ელის. უიქენდის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ჩელსი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან. გთავაზობთ კვირის 5 მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. "ჩელსი" - "არსენალი" ამ გუნდებს შორის გამართული ყველა მატჩი დიდ ინტერესს იწვევს. ამ ყველაფერს კი მოურინიოსა და ვენგერის დაპირისპირებაც ემატება. მოგეხსენებათ, წინა მატჩში მათ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს. ლონდონური დერბი 19 სექტემბერს, 15:45 წუთზე გაიმართება. "საუთჰემპტონი" - "მანჩესტერი" მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში "საუთჰემპტონი" ცუდ ფორმაშია, ეს გუნდი გრანდებისთვის ყოველთვის უხერხული მეტოქეა. ამჯერად მათი მეტოქე "მანჩესტერი" იქნება. ლუი ვან გაალს აუცილებლად სჭირდება ამ მატჩში 3 ქულის მოპოვება და პრემიერლიგის სათავეში ადგილის დამკვიდრება. მატჩი 20 სექტებერს, 19 საათზე დაიწყება. "დორტმუნდი" - "ლევერკუზენი" მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია "დორტმუნდი". მე-5 ტურში ისინი "ლევერკუზენს" შეხვდებიან და კიდევ ერთი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდს" "ლევერკუზენისთვის" წელიწადზე მეტია, არ მოუგია. შეხვედრა 20 სექტემბერს, 19:30 წუთზეა დაგეგმილი. "ნაპოლი" - "ლაციო" 20 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე იტალიის ჩემპიონატში ერთმანეთს "ნაპოლი" და "ლაციო" შეხვდებიან. ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა ამ გუნდებს შორის გამართული წინა მატჩი, რომელიც რომაელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. "ნაპოლი" ახლა შეეცდება რევანშის აღებასა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას. "მარსელი" - "ლიონი" იტალიური დაპირისპირების პარალელურად, ცენტრალური მატჩი საფრანგეთშიც გაიმართება, სადაც ერთმანეთს გათამაშების ფავორიტები - "მარსელი" და "ლიონი" შეხვდებიან. მატჩი 20 სექტემბერს, 23 საათზე დაიწყება. 5 ტურის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში "ლიონს" 8 ქულა აქვს, "მარსელს" კი - 6.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები