ჟოზე მოურინიო: "დერბიში გასამარჯვებლად ემოციები უნდა გააკონტროლო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟოზე მოურინიო: "დერბიში გასამარჯვებლად ემოციები უნდა გააკონტროლო"


"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "არსენალთან" გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. "ჩემი აზრით, დღევანდელ მატჩში არაფერი საკამათო არ ყოფილა. თამაში ბევრი განსხვავებული ასპექტისგან შედგება: ტექნიკისგან, ტაქტიკისგან, ემოციისგან, ფიზიკური მზადყოფნისგან. როცა მოვლენები ნორმალურად ვითარდება, უკეთესი გუნდი იმარჯვებს, დღეს კი ასეთი ჩვენ ვიყავით. ჩვენ ვდომინირებდით, ვაკონტროლებდით მატჩს. რა თქმა უნდა, როცა რიცხობრივი უპირატესობა გაქვს, თამაში უფრო ადვილია. ჩემს კარიერაში პირველი დერბი 2000 წლის სექტემბერში იყო. ასეთ მატჩებში გასამარჯვებლად ემოციები უნდა გააკონტროლო. ჩემი გუნდები დერბიში ესპანეთში, პორტუგალიაში, ინგლისსა და იტალიაში თამაშობდნენ და მე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობდი. ემოციები უნდა გააკონტორლო" , - თქვა მწვრთნელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები