ჰენდერსონი 6-8 კვირას გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰენდერსონი 6-8 კვირას გამოტოვებს


"ლივერპულის" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ტერფის ძვლები მოიტეხა და დიდი ხნით გამოეთიშა თამაშს. ჰენდერსონმა ტრავმა პარასკევს ვარჯიშზე მიიღო, აშშ-დან დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, სადაც მან მეორე ფეხის ქუსლის ტრავმაზე იმკურნალა. როგორც მოსალოდნელია, ორშაბათს ფეხბურთელს ოპერაციას გაუკეთებენ. გამოჯანმრთელებას 6-8 კვირა დასჭირდება. ასე რომ, ჰენდერსონი ინგლისის პრემიერ ლიგაში 7-8 მატჩს გამოტოვებს, მათ შორის "ევერტონთან", "ჩელსისთან" და "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები