ალეგრი: "იტალიურ ფეხბურთს დიდი მომავალი ელის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "იტალიურ ფეხბურთს დიდი მომავალი ელის"


იტალიელმა სპეციალისტმა ევროპის სხვადასხვა ლიგა შეადარა და იტალიური ფეხბურთის მომავალზეც გააკეთა კომენტარი. "ყოველი ლიგა, თავისებურად, გამორჩეულია, მისი ისტორიის, კულტურის, ტრადიციის გათვალისწინებით. მაგალითად, ინგლისში უფრო ცოტას ფიქრობენ ტაქტიკაზე, ვიდრე იტალიაში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის იმარჯვებს, ვისთანაც უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ. უბრალოდ, შეხედეთ "ბარსელონას", "რეალს" ან "ბაიერნს". ისინი თავიანთ ჩემპიონატებში ერთი ნაბიჯით წინ არიან, იმიტომ, რომ მათთან პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მთავარი განსხვავება ლიგებს შორის არის ის, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში კარგი ფეხბურთელების ყიდვის ბევრად მეტი რესურსია. "ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ახლა ჩანს, რომ იტალიურ ფეხბურთს შესანიშნავი მომავალი აქვს. მაგრამ დაბადებიდან გამოცდილი არავინაა, მათ უნდა მივცეთ შესანიშნავ ფეხბურთელებად გაზრდის დრო" , - შეაჯამა ალეგრიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები