უმაღლესი ლიგა. მე-5 ტურის წინ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა. მე-5 ტურის წინ


ხვალ გაიმართება უმაღლესი ლიგის ერთდროულად 8 მატჩი. ტურის ცენტრალურ მატჩს კი "ივანწმინდა" უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი "ჩიხურა" გორის "დილას" დაუპირისპირდება.

20.09.2015. "შუქურა"-"საპოვნელა", 16:00 საათი, "ჩელე არენა"

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ლ.ვარამიშვილი, ი.კაკაბაძე, გ.ვარდიძე (სათადარიგო) დისკვალიფიკაცია: თორნიკე თარხნიშვილი (შუქურა) თემურ შალამბერიძის შეგირდებს ცუდი სტარტი აქვთ. მე-5 ტურისთვის, 3 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა მომდევნო მოგების კარგი შანსი აქვთ "საპოვნელას" წინააღმდეგ. უმაღლესი ლიგის ახალწვეულებს მხოლოდ ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

20.09.2015. "სიონი"-"ლოკომოტივი", 16:00 საათი, "თამაზ სტეფანია"

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ი.უკლება, ა.აფციაური, პ.მაჭარაძე (სათადარიგო) თბილისის "დინამოსთან" და "დილასთან" ერთად, ბოლნისური გუნდი ერთ-ერთია, რომელთაც მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვთ. ვარლამ კილასონიას შეგირდები 2 მოგებითა და ამდენივე ფრით, სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილს იკავებენ. რაც შეეხება "ლოკომოტივს", ვასილ მაისურაძის ბიჭები წინა ტურში მოპოვებული პირველი 3 ქულით მე-11 ადგილზე არიან.

20.09.2015. "გურია"-"საბურთალო", 16:00 საათი, "ევგრაფი შევარდნაძე"

მსაჯები: ბ.ნინუა, ა.კოკაია, დ.კურტანიძე, ხ.გაგნიძე (სათადარიგო) "გურია" ცუდ ფორმაშია. მართალია, 4 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში, "ლოკომოტივთან" და თასის შეხვედრაში, "სიონის" წინააღმდეგ, ძალიან ცუდი ფეხბურთი აჩვენეს. ორივე წააგეს, რის შემდეგაც ინტერნეტში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ გურულებმა კახი გოგიჩაიშვილი დაითხოვეს, რასაც მოჰყვა გუნდის ხელმძღვანელობის გამოხმაურება, თუ მწვრთნელი საჭიროდ ვერ აათამაშებს გუნდს, სამწვრთნელო შტაბს დავემშვიდობებითო. რაც შეეხებათ უმაღლესი ლიგის დებიუტანტებს, მათ მხოლოდ ერთი წაგება აქვთ, "დინამოსთან" ოთხბურთიანი სხვაობით. ამას გარდა, გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ყველა მატჩი მოიგეს და მე-5 ადგილს იკავებენ.

20.09.15. "ჩიხურა"-"დილა", 16:00 საათი, "ივანწმინდა"

მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ს.სპიცინი, ჯ.ხორავა (1 დამ.ასისტენტი), გ.დოგრაშვილი (2 დამ.ასისტენტი), ი.მაჩიტიძე (სათადარიგო)

სოსო ფრუიძის შეგირდებმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყეს. 9 ქულით მე-3 პოზიციას იკავებენ, თორნიკე მუმლაძე კი გუნდის უდავო ლიდერია. რაც შეეხება მათ მეტოქეს, არანაკლებ ფორმაშია დაუმარცხებელი "დილაც". 3 მოგება და 1 ფრე - ასეთია მათი შედეგი. თუ იმერლები ამ მატჩს მოიგებენ, მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლებენ, ხოლო შიდა ქართლელები მოგებით სატურნირო ცხრილში ადგილს გაიმყარებენ, უკეთეს შემთხვევაში, "დინამოს" წაგებით კი პირველი ადგილით დაასრულებენ მე-5 ტურს.

20.09.15. "ცხინვალი"-"დინამო"(ბათუმი), 16:00 საათი, "მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონი"

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, დ.ჩიგოგიძე, ზ.ბერულავა, ა.ბასლეჰლო (სათადარიგო) კახი კაჭარავას გუნდმა მიმდინარე სეზონი არც ისე კარგად დაიწყო. 4 მატჩში, 2 მოგება და ამდენივე წაგება. შიდა ქართლელები მე-8 ადგილს 6 ქულით იკავებენ, მაგრამ ხვალ გამარჯვების შემთხვევაში გაასწრებენ სწორედ იმ გუნდს, რომელსაც მე-5 ტურში უპირისპირდებიან, ბათუმის "დინამოს" 8 ქულა აქვს.

20.09.15. "სამტრედია"-"მერანი", 16:00 საათი, "ეროსი მანჯგალაძე"

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ლ.თოდრია, ზვ.ერქვანია, ზვ.ტუღუში (სათადარიგო) დისკვალიფიკაცია: დავით მთვლივიშვილი (სამტრედია) მე-4 ტურში "საბურთალოსთან" დამარცხების შემდეგ, გია ცეცაძის გუნდს აუცილებლად სჭირდება მოგება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. იმერლები 9 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან, მათი მეტოქისგან განსხვავებით, რომელიც 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

20.09.15. "დინამო"(თბილისი)-"ზუგდიდი", 18:00 საათი, "დინამო არენა"

დედაქალაქური გუნდი ყველა მოგებით 1 ადგილზე იმყოფება. 4 მატჩში 16 გოლი, რაც თითო მატჩში საშუალოდ გატანილ 4 გოლს ნიშნავს. გია გეგუჩაძის ბიჭები ეცდებიან, ეს სტატისტიკა მეგრულ გუნდთანაც გაგრძელდეს. ზუგდიდელებს კი მხოლოდ 1 ქულა აქვთ და მე-2 ადგილს იკავებენ სატურნირო ცხრილში, ოღონდ ბოლოდან.

20.09.15. "ტორპედო"-"კოლხეთი", 18:00 საათი, "რამაზ შენგელია"

იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისლებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა სურთ, მატჩების სტაბილურად მოგება უნდა დაიწყონ და ამის კარგი შანსი აქვთ, ზღვისპირელებთან მატჩში. დარასელიას გუნდი მე-9 ადგილს 5 ქულით იკავებს. "კოლხეთს" კი 13 ადგილი აქვს სატურნირო ცხრილში დაკავებული. ზაზა ინაშვილის გუნდმა წინა ტურში პირველი მატჩი მოიგო მიმდინარე სეზონის, ცოტნე ქებურიას გოლით.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები