"ატლეტიკომ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ატლეტიკომ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა


დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "ეიბარმა" "ატლეტიკოს" უმასპინძლა. მადრიდელები შეხვედრაში დომინირებდნენ და, შედეგად, დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს. თავი ანხელ კორეიამ და ფერნანდო ტორესმა გამოიჩინეს. მოპოვებული წარმატების წყალობით, "ვისენტე კალ დერონის" ბინადრები მე-2 ადგილზე გადავიდნენ. რაც შეეხება "ეიბარს", გუნდი მე-6 პოზიციას იკავებს. "ეიბარი" 0:2 "ატლეტიკო" გოლები: კორეია, 62 ტორესი, 77 "ეიბარი": რიესგო, რამისი, დოსი, სანტოსი, ლუნა, ადრიანი (ბასტონი, 71), ბერხონი (ვერდი, 71), გარსია, კაპა, ესკალანტე (არუაბარენა, 82), ენრიხი, კეკო "ატლეტიკო": ობლაკი, ხუანფრანი, ფელიპე ლუისი, გოდინი, ხიმენესი, ტიაგო, გაბი, კოკე (კორეია, 61), მარტინესი (ტორესი, 46), გრიზმანი, ვიეტო (ოლივერ ტორესი, 46) გაფრთხილებები: გარსია, ესკალანტე, კორეია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები