კრისტიან როდრიგესი: "სუარესი უკეთესია, ვიდრე მესი და რონალდუ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრისტიან როდრიგესი: "სუარესი უკეთესია, ვიდრე მესი და რონალდუ"


ურუგვაის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ლუის სუარესი უკეთესია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. "ინდეპედენდიენტეს" ჰავბეკი ადრე "ატლეტიკოს", "პორტუს" და "ბენფიკას" ღირსებას იცავდა. "სუარესი უკეთესია, ვიდრე რონალდუ და მესი. ის ყოველთვის შეტევაში თამაშობს, იყურება წინ და აკონტროლებს ყველაფერს, რაც მის გარშემოა. მისი ბრძოლისუნარიანობა და მონდომება დასაფასებელია. პირადად მე მას მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ", - განაცხადა კრისტიან როდრიგესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები