ტევესმა მეტოქეს ფეხი მოატეხა (+ვიდეო) » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტევესმა მეტოქეს ფეხი მოატეხა (+ვიდეო)


"ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელი კარლოს ტევესი, რომელმაც არგენტინის ჩემპიონატის 25-ე ტურის ეგიდით "არგენტინოს ხუნიორსთან" (3:1) გამართულ შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო, საკმაოდ მძიმე ეპიზოდის გმირიც გახდა. "იუვენტუსის" ექს-ფორვარდმა მოწინააღმდეგის ნახევარმცველ ესეკიელ ამუს ბურთისთვის ბრძოლისას სერიოზული ტრავმა მიაყენა. ვიდეგამეორებისას ჩანს, რომ ფეხბურთელს ფეხი მოტყდა. საინტერესოა, რომ არბიტრმა ტევესს, რომელსაც ერთი ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა, გაფრთხილებაც არ მისცა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები