"შალკე" მატიპს გაუხანგრძლივებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"შალკე" მატიპს გაუხანგრძლივებს


"შალკე" მცველ ჟოელ მატიპთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, იუწყება Sport Mediaset. 24 წლის კამერუნელმა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა უკვე განაცხადა, რომლის პირობებზეც ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამჟამინდელი კონტრაქტი ფეხბურთელს მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. ამ სეზონში ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონატში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები