პერესი: "რონალდუ "რეალის" ლეგენდაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პერესი: "რონალდუ "რეალის" ლეგენდაა"


პერესი:
"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაასახელა "თეთრების" ექს-მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გათავისუფლების მიზეზი და კლუბის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შეაქო. "გვსურს, განვვითარდეთ და სრულყოფილები გავხდეთ. რაფაელ ბენიტესმა იცის, რატომაა კლუბში, მიის მუშაობის შედეგები შესამჩნევია უკვე ახლა. ის უკვე გრძნობს გუნდს, მის სიდიადეს და მასშტაბებს. ის მწვრთნელია, რომელსაც სტრატეგიის და ტაქტიკის დიდება აქვს". "გასული სეზონი შესაძლოა 2 ცალკეულ, თანაბარ ნაწილად დაიყოს. პირველში ბევრი რამ შევძელით. რამდენიმე მნიშვნნელოვანი ჯილდო მოვიგეთ, მაგრამ მეორეში ჩვენი ბევრი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული და გუნდის დახმარება ვერ შეძლეს. ამიტომაც წავაგეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. კარლო ანჩელოტი "რეალის" ისტორიაში დარჩება როგორც მწვრთნელი, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგასა და სხვა მნიშვნელოვან ტურნირებში გამარჯვებაში დაეხმარა. მაგრამ ჩვენ ახალი იმპულსი გვჭირდებოდა, რომელიც "რეალს" კიდევ უფრო ძლიერად ქცევის შესაძლებლობას მისცემდა. ამიტომ არის ბენიტესი აქ. რონალდუ "რეალის" ლეგენდაა. ის ფანტასტიური ფეხბურთელია. რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის ისევ გვჩუქნის კარგ შედეგს და ლამაზ თამაშს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები