ნუკრი რევიშვილმა 6 ბურთი გაუშვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნუკრი რევიშვილმა 6 ბურთი გაუშვა


ძალიან სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა რუსეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩი "მორდოვიასა" და "ცსკა"-ს შორის. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 3:0 მოიგეს და დიდი უპირატესობაც მოიპოვეს, თუმცა, მეორე ტაიმში "ცსკა"-ს ფეხბურთელებმა 6 გოლი გაიტანეს და, საბოლოოდ, მეტოქე 4:6 დაამარცხეს. "მორდოვიას" რიგებში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა. მან რამდენიმე სეივი გააკეთა, მაგრამ 40 წუთში 6 ბურთიც გაუშვა. 9 ტურის შემდეგ რევიშვილიას "მორდოვია" რუსეთის ჩემპიოანტში მე-12 ადგილს იკავებს. იხილეთ მატჩის მიმოხილვა. https://www.youtube.com/watch?v=UpbdXntshvE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები