მესიმ ანტი-რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესიმ ანტი-რეკორდი დაამყარა


მესიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი კატალონიის "ბარსელონასა" და "ლევანტეს" შორის მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა არგენტინელმა ფორვარდმა, ლეო მესიმ, თუმცა, 75-ე წუთზე თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელმა პენალტი გააცუდა და ანტი-რეკორდიც დაამყარა. ის ერთადერთი მოთამაშეა ლა ლიგის ისტორიაში, რომელსაც 15 პენალტი აქვს გაფუჭებული. მესიმ 65 მცდელობიდან 15-ჯერ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი. შეგახსენებთ, რომ ამავე კომპონენტში გასულ კვირას კრიშტიანო რონალდუმ რეკორდი დაამყარა. მას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი აქვს გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები