დიტერ ჰეკინგი: "თუ დოსტს ჰგონია, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს, მაშინ "ვოლფსბურგში" მისი ადგილი არაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიტერ ჰეკინგი: "თუ დოსტს ჰგონია, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს, მაშინ "ვოლფსბურგში" მისი ადგილი არაა"


დიტერ ჰეკინგი:
"ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი გუნდის თავდამსხმელ ბას დოსტის საქციელით უკმაყოფილოა, შეგახსენებთ, დოსტი, "ცსკა"-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 1-ლი ტურის მატჩში (1:0) შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ შაბათს 26 წლის ჰოლანდიელმა "ჰერტასთან" ბუნდესლიგის მატჩში (2:0) დუბლი გაიფორმა. "კმაყოფილი ვარ, დოსტმა 2-ჯერ რომ გაიტანა, მაგრამ ბოლო დროს მისი საქციელი ეგოიზმია, აქ ასეთი რამე არ გვჭირდება. თუ ვინმე 3 დღის მანძილზე ისე იქცევა, ვითომ სათამაშო წაართვეს, ესე იგი, მან აუცილებლად გადახედოს გუნდთან ურთერთობას. ვაპირებ, 3 დღით გავუშვა, ისევე, როგორც ის მოექცა გუნდს. მაშინ უკვე ნათელი იქნება, ეს კარგი იდეა იყო თუ არა, ღირს თუ არა, რომ ვილაპარაკოთ ამ საკითხზე , თუ ისევ ყველას აჩვენებს, როგორ იმედგაცრუებულია. თუ დოსტს ჰგონია, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს, მაშინ "ვოლფსბურგში" მისი ადგილი არაა" , - თქვა ჰეკინგმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები