მატერაცი: "მანჩინი "ინტერს" ჩემპიონობას დაუბრუნებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატერაცი: "მანჩინი "ინტერს" ჩემპიონობას დაუბრუნებს"


მატერაცი:
"ინტერის" ექს-მცველმა, მარკო მატერაციმ განაცხადა, რომ კლუბი ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებს. ოთხი სასტარტო ტურის შემდეგ მილანელები სატურნირო ცხრილს ოთხი მოგებით ლიდერობენ. "მანჩინი "ინტერისთვის" ოპტიმალური ვარიანტია", - ციტირებს მატერაცის სიტყვებს Football Italia. "მას ყველაფერი აქვს, რომ კლუბს ჩემპიონობა დაუბრუნოს. ამჟამად, "ინტერმა" პირველი ან მეორე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. გუნდის კარგი დასაწყისით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები