ვან პერსი "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელით უკმაყოფილოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან პერსი "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელით უკმაყოფილოა


"ფენერბაჰჩეს" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი უკმაყოფილო დარჩა იმის გამო, რომ ვიტორ პერეირამ იგი თურქეთის ჩემპიონატის ეგიდით "ბურსასპორთან" (2:1) გამართულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მიუხედავად ამისა, ფორვარდი მინდორზე შეცვლაზე მაინც მოგვევლინა და 3 წუთში გამარჯვების მომტანი გოლის გატანაც კი მოახერხა. "უკმაყოფილო ვარ იმით, რომ სათადარიგოთა სკამზე დამტოვეს", - ციტირებს ვან პერსის სიტყვებს goal.com. "ჯანმრთელი ვარ და ჩინებულ ფორმაში ვიმყოფები, მზად ვარ, 90 წუთი გავატარო მოედანზე. ამაზე რეაგირების მოხდენა მხოლოდ ასე შემიძლია: დავეხმარო გუნდს გამარჯვების მოპოვებაში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები