"სევილია" კრიხოვიაკს გაუხანგრძლივებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"სევილია" კრიხოვიაკს გაუხანგრძლივებს


"სევილიას" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ჟეგოჟემ კრიხოვიაკთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, ავრცელებს ინფორმაციას Fichajes.net. ვარაუდობენ, რომ ახალი ხელშეკრულება 2020 წლამდე იმოქმედებს. აქამდე არსებული ინფორმაციით, 25 წლის პოლონელით ლონდონის "არსენალი" იყო დაინტერესებული. გასულ სეზონში კრიხოვიაკმა "სევილიას" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო და ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები