სანტუ: "ყველაფერს გავაკეთებ, რათა "ვალენსიამ" წარმატებას მიაღწიოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანტუ: "ყველაფერს გავაკეთებ, რათა "ვალენსიამ" წარმატებას მიაღწიოს"


სანტუ:
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ განაცხადა, რომ გუნდის წარუმატებელი მატჩების შემდეგ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია. შეგახსენებთ, "ბეტისთან" (0:0) ესპანეთის ჩემპიონატში ნათამაშები ფრის შემდეგ ზოგიერთმა გულშემატკივარმა სპეციალისტს კლუბიდან წასვლა მოთხოვა. "ვაცნობიერებ იმას, რომ ამ სიტუაციაში მთელი პასუხისმგებლობა ჩემს კისერზეა", - ციტირებს ეშპირიტუ სანტუს სიტყვებს AS. "კარგად ვიცი, თუ როგორია ჩემი სამუშაო. "ვალენსიაში" ყველანი ერთნი ვართ. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა მდგომარეობა გააუმჯობესოს. ჩემს თავს პროფესიონალ და გულწრფელ ადამიანად მივიჩნევ. "ვალენსიას" მწვრთნელობა მიხარია და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები