"ინტერი" "სანტოსის" მცველით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ინტერი" "სანტოსის" მცველით ინტერესდება


"სანტოსის" მცველი ტიაგო მაია "ინტერის" ინტერესთა სფეროში მოექცა, ავრცელებს ინფორმაციას Sport Mediaset. 18 წლის ბრაზილიელი თავის ამჟამინდელ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, რომელიც 2016 წლის თებერვალში ეწურება და ევროპაში გადაბარგება სურს. "ნერაძური" კი, თავის მხრივ, ფეხბურთელის დამატებას უკვე ამ ზამთარს ეცდება. მიმდინარე სეზონში ტიაგო მაიამ ბრაზილიის ჩემპიონატში 21 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები