"მან სიტი" "პორტუს" ნახევარმცველს აკვირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მან სიტი" "პორტუს" ნახევარმცველს აკვირდება


"მანჩესტერ სიტი" "პორტუს" ნახევარმცველ ხესუს კორონას აკვირდება. როგორც A Bola იტყობინება, "ქალაქელების" სკაუტები 22 წლის მექსიკელის თამაშს აკვირდებიან. შეგახსენებთ, კორონა "პორტუში" "ტვენტედან" ამ ზაფხულს 10,5 მილიონ ევროდ გადავიდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები