"გურიამ" გოგიჩაიშვილი გაუშვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"გურიამ" გოგიჩაიშვილი გაუშვა


კახა გოგიჩაიშვილი ლანჩხუთის გურიას მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. მიზეზი, ცხადია, გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგი გახლავთ. გოგიჩაიშვილი, რომელიც ლანჩხუთელთა მწვრთნელად სეზონის დასაწყისში მიიწვიეს, სამსახურიდან სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაითხოვეს. მთავარ მწვრთნელთან ერთად წასვლა მის თანაშემწეებს: გია იმნაძესა და გია ჩხაიძეს, ასევე, მეკარეთა მწვრთნელ გია გოგუას მოუწევთ. სათასო დაპირისპირებაში, "სიონთან" მარცხის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურულებმა "დინამოს" ექს-მწვრთნელი დაითხოვეს, თუმცა, ლანჩხუთური გუნდის პრეზიდენტმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ წარუმატებლობის გაგრძელების შემთხვევაში ეს მართლაც მოხდებოდა. როგორც ჩანს, "გურიამ" გოგიჩაიშვილს "საბურთალოსთან" უგოლო ფრე ვერ აპატია და კახი სამსახურიდან გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები