ლორია "კრილიას" ფეხბურთელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლორია "კრილიას" ფეხბურთელია


ლორია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია სამარის "კრილიას" ფეხბურთელია. 29 წლის კიპერმა ახალ გუნდში 17 ნომრიანი მაისური აიღო. რუსეთის ჩემპიონატში, 9 ტურის შემდეგ "კრილია" სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ლორია საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანეს და შესაძლოა, მომდევნო ტურშიც ითამაშოს - 27 სექტემბერს მოსკოვის "დინამოსთან". თუმცა, "კრილიას" 23-შიც ელის მატჩი, რუსეთის თასზე "ტამბოვს" ხვდება. "კრილიას" ძირითადი მეკარე ევგენი კონიუხოვი გახლავთ. "კრილიაში" სხვადასხვა დროს უთამაშიათ ქართველ ფეხბურთელებს, მათ შორის, კარგი სახელი დატოვეს დავით მუჯირმა, დავით გვარამაძემ და აწ გარდაცვლილმა ზურაბ ფოფხაძემ. ბოლოს "კრილიაში" ქართველთაგან ალეკო ამისულაშვილი თამაშობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები