ვინ გაწვრთნის ლანჩხუთის "გურიას"? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვინ გაწვრთნის ლანჩხუთის "გურიას"?


გურიის ფეხბურთის ფედერაციის ბოლოდროინდელ სკანდალებთან ერთად, არც ისე დალაგებული სიტუაციაა ლაჩხუთის საფეხბურთო გუნდში. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გურია" სამწვრთნელო შტაბს დაატოვებინეს. მიზეზი კი, კლუბის შედეგი იყო უმაღლესი ლიგის გათამაშებაში. მოგეხსენებათ, ლანჩხუთის "გურიას" სულ რაღაც 4 თვეა, რაც თავკაცობდა კახა გოგიჩაიშილი. გუშინ კი მასთან ერთად კლუბი დატოვეს გოგიჩაიშვილის თანაშემწეებმაც. როგორც კლუბის პრეზიდენტი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე "გურია ნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს, მთავარ მწვრთნელს და მის დამხმარე მწვრთნელებს ჰქონდათ შანსი, რომ გუნდში დარჩენილიყვნენ, თუმცა მისი თქმით, ეს შანსი არ გამოიყენეს. "ბევრი შანსი ჰქონდათ და არ გამოიყენეს. წინა თვეში ხელფასის 10% დაექვითათ, დღეს კი ყველას მოუწია თანამდებობიდან წასვლა. გოგიჩაიშვილმა ვერ შეძლო გუნდის სათანადოდ მომზადება და ამიტომ მოუწია თანამდებობის დატოვება." - აცხადებს ურუშაძე "გურია ნიუსთან" ინტერვიუში. იმავე სტატიაში, ნათქვამია, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს საფეხბურთო კლუბს. მოგეხსენებათ, 26 სექტემბერს უმაღლესი ლიგის მე-6 ტური გაიმართება. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი მწვრთნელის და მისი თანაშემწეების ვინაობა.  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები