ოფიციალურად: დიეგო კოსტას დისკვალიფიკაცია მიესაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: დიეგო კოსტას დისკვალიფიკაცია მიესაჯა


ოფიციალურად: დიეგო კოსტას დისკვალიფიკაცია მიესაჯა
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის "ჩელსის" ფორვარდს, დიეგო კოსტას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსიმ" "არსენალი" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. პირველი ნახევრის ბოლოს დიეგო კოსტამ მეტოქის ფეხბურთელებზე იუხეშა. ჯერ იყო და მან ლორენ კოშელნი მიწაზე დაანარცხა, შემდეგ კი გაბრიელ პაულისტასთან მოუვიდა სიტყვიერი დაპირისპირება. მსაჯმა მოედნიდან მხოლოდ "არსენალის" ფეხბურთელი გააგდო, თუმცა კოსტა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცაის მაინც ვერ გადაურჩა. ამგვარად, ესპანელი "ვალსალთან", "ნიუკასლთან" და "საუთჰემპტონთან" მატჩებს გამოტოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები