კრიშტიანუ რონალდუ 3 კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრიშტიანუ რონალდუ 3 კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს


კრიშტიანუ რონალდუ 3 კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
გამოჩენილი საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში, რომელიც "რეალის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ინტერესებს წარმოადგენს, ფეხბურთელისთვის ახალ კლუბს ეძებს. Don Balon-ის ინფორმაციით, 30 წლის პორტუგალიელი "რეალიდან" წასვლას მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან დაძაბული ურთიერთობის გამო აპირებს, რომელიც გუნდის ჩამოყალიბებას გარეტ ბეილის ირგვლივ გეგმავს. აღსანიშნავია, რომ რონალდუ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს "პსჟ"-სთან, "მანჩესტერ სიტისთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან", სადაც ის ადრე თამაშობდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რონალდუს "რეალის" დატოვება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდოდა, კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის კრიტიკის გამო. შეგახსენებთ, "რეალთან" ფორვარდის კონტრაქტს 2018 წელს ეწურება ვადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები