"ჩელსი" იანვარში ლაკაზეტს შეიძენს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჩელსი" იანვარში ლაკაზეტს შეიძენს?


"ჩელსი" "ლიონის" თავდამსხმელ ალექსანდრ ლაკაზეტისთვის კვლავ იბრძვის. როგორც Daily Express იუწყება, ლონდონელები 24 წლის ფრანგის ტრანსფერის თაობაზე ფრანგებს ოფიციალური წინადადებით იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიმართავენ. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა თანხას იხდიან "არისტოკრატები" საფრანგეთის 2014/15 წლების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის სანაცვლოდ. ამ სეზონში ლაკაზეტმა ლიგა 1-ში ჩატარებულ 6 მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები