რუმენიგე: "მიულერი ჩვენი მესია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუმენიგე: "მიულერი ჩვენი მესია"


რუმენიგე:
"ბაიერნის" პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ კლუბი ტომას მიულერს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის. გასულ ზაფხულს, შეგახსენებთ, გერმანელისადმი "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან არსებულ ინტერესზე ჭორები ხშირად ვრცელდებოდა. "მიულერი "ბაიერნში" რჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა წინადადებას შემოგვთავაზებენ", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bild. "არ არსებობს არანაირი ფასი, რის სანაცვლოდაც მას გავყიდით. ლიონელ მესი "ბაიერნს" ეკუთვნის, უეინ რუნი "ემიუს", მიულერი კი - "ბაიერნს" და ეს ასე უნდა დარჩეს. მეორე მიულერი მსოფლიოში არ არსებობს. იგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები