უმაღლესი ლიგა - მე-6 ტური » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა - მე-6 ტური


ხვალ, 25 სექტემბერს საქართველოს უმაღლესი ლიგის 2 მატჩი გაიმართება. თბილისში, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე „ლოკომოტივი“ ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს. შეგახსენებთ, „ლოკომოტივი“ გასულ ტურში ბოლნისის „სიონთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ამჟამად გუნდი მე-12 ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში. მისი მეტოქე, „შუქურა“ გასულ ტურში „საპოვნელას“ შეხვდა და 4:0 გაანადგურა მეტოქე. ქობულეთის „შუქურა“ ამჟამად მე-10 ადგილზე იმყოფება. ხვალ კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის „საბურთალო“ და ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდებიან. ბოლნისელებმა კილასონიას თავკაცობით სეზონი კარგად დაიწყეს და გასული მატჩიც მოგებით დაასრულეს. ამჟამად „სიონი“ მე-4 ადგილზე იმყოფება. მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება მეტოქეს, „საბურთალო“, რომელმაც გასულ ტურში ფრედ, 0:0 დაასრულა „გურიასთან“ შეხვედრა. 25 სექტემბერი - უმაღლესი ლიგა მე-6 ტური "საბურთალო" - "სიონი"    თბილისი, "ბენდელა", 16:00 საათი "ლოკომოტივი" - "შუქურა"  თბილისი, "მიხეილ მესხი", 18:00 საათი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები