იკარდი: "სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ყოფნა კარგია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იკარდი: "სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ყოფნა კარგია"


"ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი იტალიის ჩემპიონატში გუნდის სტარტით კმაყოფილია. მილანურ გუნდს სერია ა-ს ხუთ ტურში ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. "ცხრილში პირველ ადგილზე ყოფნა კარგია", - ციტირებს იკარდის სიტყვებს Tmw. "დატვირთული წინასასეზონო მზადება გვქონდა, თუმცა, სამაგიეროდ, სეზონი მშვენივრად დავიწყეთ. გოლები? თავდამსხმელი ვარ და უნდა გავიტანო. მაგრამ, გუნდის მოგებით კმაყოფილი ვიქნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავის გამოჩენას ვერ შევძლებ".
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები