"სიონი" ვერც "საბურთალომ" გააჩერა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"სიონი" ვერც "საბურთალომ" გააჩერა


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის პირველი მატჩი "ბენდელაზე", სადაც ერთმანეთს "საბურთალო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდნენ. მე-10 წუთზე, გრიგოლ ჩაბრაძის ბრწყინვალე გადაცემით ჯაბა დვალი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა, მის დარტყმულს მერლანი ადვილად გაუმკლავდა. მე-13 წუთზე, "საბურთალომ" ანგარიში გახსნა. ჯაბა დვალის დარტყმული მერლანმა მოიგერია, დამატებაზე კი პირველი საბანაძე გაჩნდა და მასპინძლები დააწინაურა. მე-15 წუთზე, საბანაძე-დვალის კომბინაცია თბილისელთა 17-იანის დარტყმით დასრულდა. 24 წლის შემტევის დარტყმა ბოლნისელთა კარს მცირე მანძილით ასცდა. 19-ე წუთზე, შალამბერიძის ჩაწოდებას ვილი ისიანი გამოეხმაურა. ისიანმა ქურდაძის კარს დიდი მანძილით ააცილა. 21-ე წუთზე, გიული მანჯგალაძე ბრწყინვალე სოლო-რეიდით მეტოქის საჯარიმოში შევიდა, დარტყმა კუთხურზე ბექა ქურდაძემ მოიგერია, მაგრამ გოგობერიშვილის ჩაწოდებულ კუთხურს დავით სვანიძემ გოლით უპაუხა. 57-ე წუთზე, "სიონი" წინ გავიდა. მასპინძელთა კარში გოლი კვლავ კუთხურიდან გავიდა, ამჯერად თავი ვილი ისიანმა გამოიჩინა. 64-ე წუთზე, "საბურთალოს" მცველების ხარჯზე ვილი ისანმა დუბლის გაფორმება და უპირატესობის გაზრდა შეძლო. 73-ე წუთზე, გიორგი კოხრეიძის ბრწყინვალე გადაცემით გიორგი ფანცულაია მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა, მომენტი გოლად ვერ აქცია. 74-ე წუთზე, ბოლნისელთა საჯარიმოში სიტუაცია აირია. ჯაბა დვალმა ისარგებლა და მიმდინარე სეზონში "საბურთალოს" მაისურით, ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაიტანა. 90+ წუთზე, ბიძინაშვილის დატყმა მირზა მერლანმა საოცარ ნახტომში მოიგერია.

"საბურთალო" 2-3 "სიონი"

გოლი: საბანაძე '13, დვალი '74 - სვანიძე '22, ისიანი '57, ისიანი '64

"საბურთალო": ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი(ბიძინაშვილი '63), გოშთელიანი(კაპ), ალთნაშვილი, საბანაძე(კოხრეიძე '70), ფანცულაია, დვალი.

მთ.მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

"სიონი": მერლანი, სვანიძე(კაპ), ფოფხაძე, შალამბერიძე(საჯაია '62), გოგობერიშვილი, ტატანაშვილი, ჯაფიაშვილი, მანჯგალაძე, გაფრინდაშვილი, ისიანი, რაზმაძე.

მთ.მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გაფრთხილება: მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი - ისიანი, მანჯგალაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები