ლუის ენრიკე: "მესის არყოფნაში სტილს არ შევიცვლით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუის ენრიკე: "მესის არყოფნაში სტილს არ შევიცვლით"


ლუის ენრიკე:
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა ლიონელ მესის ტრავმაზე, რომლის გამოც არგენტინელი 2 თვემდე იუქმებს. "ყოველთვის გული მტკივა, როცა რომელიმე ჩემი ფეხბურთელი ტრავმას იღებს, მით უმეტეს, თუ ეს მესია. მაგრამ უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა, ეს ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ არ შევიცვლით სტილს მესის არყოფნაში, მიუხედავად იმისა, რომ მესი ხშირად ხდის ჩვენს თამაშს უფრო თავისუფალს და გამოსავალს პოულობს. უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის სხვა ასპექტები და წინ გადავდგათ ნაბიჯი როგორც გუნდმა" , - თქვა ენრიკემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები