მაურისიო პოჩეტინო: "ეიფორიაში არ უნდა ჩავცვივდეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაურისიო პოჩეტინო: "ეიფორიაში არ უნდა ჩავცვივდეთ"


"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "მანჩესტერ სიტისთან" გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. "ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, "სიტიზე" ახალგაზრდა და უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს. მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავცვივდეთ. ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ რთული იქნება, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, თორემ შეიძლება იმედი გაგვიცრუვდეს. პირველ ნახევარში რთული იყო, მაგრამ შესვენებაზე რაღაც შევასწორეთ და გამოვასწორეთ - გამარტივდა. შესაძლოა, ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. კეინისთვის და მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან გოლი გაიტანა. ეს ზეწოლას შეამცირებს და ყოველ პრეს-კონფერენციაზე ამაზე კითხვას აღარ დამისვამენ" , - თქვა პოჩეტინომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები