ვან გაალი: "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამოიჩენს თავს ჩვენი გუნდისთვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან გაალი: "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამოიჩენს თავს ჩვენი გუნდისთვის"


"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა კომენტარი გააკეთა "სანდერლენდთან" თავისი კლუბის გამარჯვებაზე. ჰოლანდიელი აღტაცებულია "სანდერლენდთან" მოგებით. "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამოიჩენს თავს ჩვენი გუნდისთვის. უბრალოდ, მოწინააღმდეგეებზე ერთი გოლით მეტი უნდა გავიტანოთ. რა თქმა უნდა, პირადად რუნისთვის, მარტიალისთვის და დეპაისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, მიხარია, უეინი და მემფისი მატჩში რომ გამოირჩნენ. რაც პარასკევს ვთქვი, იმას ვამბობ ახლაც. ჩვენთვის მთავარი ამოცანა ოთხშაბათს "ვოლფსბურგის" მოგებაა. თუნდაც, იქ დე ხეამ გაიტანოს გოლი, ასევე გახარებული ვიქნები" , - ციტირებს ლუი ვან გაალს Goal.com. შეგახსენებთ, "ემიუმ" "სანდერლენდს" 3:0 მოუგო. "წითელი ეშმაკების" შემადგენლობიდან გოლები დეპაიმ, რუნიმ და მატამ გაიტანეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები