"ბაიერნმა" ლევანდოვსკის დუბლით გაიმარჯვა, "შალკე" ლიდერებში გაერია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბაიერნმა" ლევანდოვსკის დუბლით გაიმარჯვა, "შალკე" ლიდერებში გაერია


დღეს ბუნდესლიგის მე-6 ტურის შაბათის შეხვედრები გაიმართა. მიუნხენის "ბაიერნი" "მაინცს" ესტუმრა და ლევანდოვკის დუბლის და კომანის გოლის წყალობით ადვილად გაიმარჯვა. "რეკორდმაისტერმა" მე-2 ადგილოსან "დორტმუნდს" 5 ქულით გაასწრო, თუმცა 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. ლევერკუზენის "ბაიერმა" ბრემენის "ვერდერი" 0-3 დაამარცხა. "მუსიკოსებს" კარში მთელი თამაშის განმავლობაში არცერთხელ არ დაურტყამთ, ხოლო, "ბაიერმა" 4 ზუსტი დარტყმიდან 3 შეაგდო. "მიუნხენგლადბახმა" კიდევ 1 გამარჯვება მოიპოვა და გავარდნ ზონას თავი დააღწია. ამჯერად "ბორუსიამ" "შტუტგარტი" დაამარცხა, რომელიც ბოლოს წინა ადგილზეა 3 ქულით. დღის ბოლო შეხვედრაში გელზერკირხენის "შალკემ" "ჰამბურგს" მინიმალური ანგარიშით მოუგო და მე-3 ადგილზე გადავიდა. ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე ლანემ გაიტანა. ჰამბურგი 0-1 შალკე გოლი: ლანე 60 ჰამბურგი: დრობნი, ჯურუ, სპაჰიჩი, დიკმაიერი, ოსტრზოლეკი, ჰანტი, ეკდალი (შიპლოკი 76), დიასი, ჰოლტბი (მიულერი 70), გრეგორიტჩი (ილიჩევიჩი 62), ლასოგა შალკე: ფერმანი, კაიკარა, მატიპი, აოგო, ნეუშტადერი, ჰოგერი (სანე 6 - ჰიოვედესი 90), გეისი, გორეტცკა, მეიერი (ჰოჯბერგი 73), ჩუპო მოტინგი, დი სანტო გაფრთხილებები: ჯურუ 83 - გეისი 19, ნეუშტადერი 64, ფერმანი 90 ვიდეო მიმოხილვა: მაინცი 0-3 ბაიერნი გოლები: ლევანდოვსკი 51/63, კომანი 68 მაინცი: კარიუსი, ბენგსტონი, ბუნგერტი, ბროსინსკი, ბელი, ბაუმგარტლინგერი, ლატცა (მორიტცი 73), კლემენსი (ბალოგუნი 81), მალი (სამპერიო 67), დე ბლაშიში, მუტო ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ალონსო, ალაბა, მარტინესი (ბოატენგი 67), კოსტა (გიოტცე 70), ალკანტარა, მიულერი (ვიდალი 58), ლევანდოვსკი, კომანი გაფრთხილებები: ბაუმგარტლინგერი 27 - ალონსო 28 შენიშვნა: 21-ე წუთზე მიულერმა პენალტი ვერ გამოიყენა ვიდეო მიმოხილვა: ვოლფსბურგი 1-1 ჰანოვერი გოლები: დოსტი 40 - კიოტაკე 57 გაფრთხილებები: გუილავოგი 26, არნოლდო 69 - ფელიპე 83, მარსელო 90+3 შტუტგარტი 1-3 გლადბახი გოლები: გინცზეკი 40 (პენალტი) - ჯაკა 16, გენტნერი 20 (ავტო გოლი) , რაფაელი 90 გაფრთხილებები: ბაუმგარტლი 16, სუნჯიჩი 61, გენტნერი 64, დიე 88 - ზომერი 78 აუგსბურგი 1-3 ჰოფენჰაიმი გოლები: კოო 38 - ვოლანდი 10/68, შმიდი 73 ვერდერი 0-3 ლევერკუზენი გოლები: მეჰმედი 31, ბრანდი 58, კამპლი 65 გაფრთხილებები: გარსია 39 - ბელარაბი 43, დოტანი 83 ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები