ალექსის სანჩესმა ისტორიული რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალექსის სანჩესმა ისტორიული რეკორდი დაამყარა


ალექსის სანჩესმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩი "ლესტერსა" და "არსენალს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 2:5 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა მეთოფეთა ჩილელმა ფეხბურთელმა ალექსის სანჩესმა და ისტორიული რეკორდიც დაამყარა. სანჩესი ერთადერთი მოთამაშეა ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც იტალიის, ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატებში აქვს ჰეთ-თრიკი შესრულებული. მოგეხსენებათ, ის ჯერ "უდინეზეს", შემდეგ კი "ბარსელონას" რიგებში გამოდიოდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები