ქეცბაიას "აპოელი" კვლავ დაუმარცხებელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქეცბაიას "აპოელი" კვლავ დაუმარცხებელია


კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩი "აპოელსა" და "არისს" შორის მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 4:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 5 ტურის შემდეგ ქეცბაიას "აპოელს" 4 მოგება და 1 ფრე აქვს ნათამაშები. მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა. "მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს ვაკონტროლებდით და შედეგიც სახეზეა. ახლა მთლიანად სპარტასთან მატჩზე ვართ გადართულნი. გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წინსვლა არ უნდა შევწყვიტოთ. სპარტასთან რთული და პრინციპული მატჩი გველის", - აცხადებს ქეცბაია. მოგეხსენებათ, ხუთშაბათს, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს პრაღის "სპარტა" და "აპოელი" შეხვდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები