ნუნუ ეშპირიტუ სანტუ: "ლიონთან" მატჩი გადამწყვეტი არ იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნუნუ ეშპირიტუ სანტუ: "ლიონთან" მატჩი გადამწყვეტი არ იქნება"


"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ "ლიონის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა. "გამარჯვება გვჭირდება, რამდენადაც, ჯგუფში პირველი მატჩი წავაგეთ. თუმცა, ლიონში ეს შეხვედრა ჯერ კიდევ არ იქნება გადამწყვეტი. მნიშვნელოვანი მატჩი გველის. არაა საჭირო არანაირი დამატებითი მოტივაცია. ვეცდებით, უკეთ ვითამაშოთ. შეკრულად უნდა ვიმოქმედოთ. ეს ჩვენი ფილოსოფიაა. ჩემი გუნდი მზადაა. ხვალ მატჩს ის გუნდი მოიგებს, რომელსაც ბურთის უფრო მეტი ფლობა ექნება. შედეგისგან დამოუკიდებლად, კიდევ 4 მატჩი გველის. წინ გრძელი გზაა. მაგრამ ხვალ მაინც 3 ქულის აღება გვაქვს გამიზნული" , - თქვა მწვრთნელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები