ხოსეპ გვარდიოლა: "ლევანდოვსკით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხოსეპ გვარდიოლა: "ლევანდოვსკით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ..."


ხოსეპ გვარდიოლა:
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ზაგრების "დინამოსთან" შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისა და თავის გუნდზე. "ლევანდოვსკით ძალიან კმაყოფილი ვარ. მას გოლი გააქვს, შედეგიან გადაცემებს აკეთებს... მაგრამ, რაღა თქმა უნდა, მეტი მინდა. იმედი მაქვს, ზაგრების "დინამოსთან" მატჩში რობერტი ისევ გაიტანს გოლს. თუმცა, რობერტით კმაყოფილი მაშინაც კი ვარ, როცა ბურთი არ გააქვს, მაგრამ ისე თამაშობს, როგორც მინდა. არ ვიცი, "ბაიერნი" მოწინააღმდეგეებზე ძლიერი თუ არის ჯგუფში. მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი კარგია დაცვაში, საკმარისად სტაბილური და დაბალანსებული. მოწინააღმდეგეებს ცოტა შანსს ვაძლევთ და ეფექტურად ვახდენთ შეტევის რეალიზებას" , - თქვა კატალონიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები