H ჯგუფი - "ვალენსიამ" საფრანგეთში გაიმარჯვა, "ზენიტი" წინ მიიწევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

H ჯგუფი - "ვალენსიამ" საფრანგეთში გაიმარჯვა, "ზენიტი" წინ მიიწევს


დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის სამშაბათის შეხვედრები გაიმართა. H ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა "ვალენსიამ", რომელმაც სტუმრად "ლიონი" 0-1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე ფეგულიმ შეაგდო. ესპანელებმა 3 ქულის მოპოვების შემდეგ მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს. 2 მატჩში 2 გამარჯვება - ასეთი შედეგი აქვს "ზენიტს" ბელგიურ "გენტთან" მოგების შემდეგ. რუსები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობენ და, დიდი ალბათობით, 1/8 ფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ თამაშში ჰალკის არ გაუტანია, მოედანზე საუკეთესო ნამდვილად ის გახლდათ. ბრაზილიელმა 2 საგოლე პასი გააკეთა და მთელი შეხვედრის განმავლობაში გუნდს ლიდერობას უწევდა. ლიონი 0-1 ვალენსია გოლი: ფეგული 42 ოლიმპიაკოსი: ლოპესი, ჯალეტი, მორელი (გეზალი 78), ბიშევაჩი, უმტიტი, კალულუ, ვალბუენა, გონალონსი, დარდერი (ფერი 43), ტოლისო, ლაკაზეტე (ბეაუვუე 73) ვალენსია: დომენეხი, აბდენური (სანტოსი 59), ორბანი, მუსტაფი, კანსელო, პერესი (ბარბოსა 84), ფუეგო, ფეგული, პარეხო, ნეგრედო (როდრიგო 71), პიატი გაფრთხილებები: გონალონსი 61, კალულუ 67, ფერი 90+3 - ფუეგო 52, პერესი 63, დომენეხი 90+1 ვიდეო მიმოხილვა: ზენიტი 2-1 გენტი გოლები: ძიუბა 35, შატოვი 67 - მატონი 56 ზენიტი: კერჟაკოვი, გარაი, ანიუკოვი, ლომბაერტსი (ნეტო 60), სმოლნკოვი, გარსია, დანი, ვიტსელი, შატოვი (რაიზანტევი 88), ჰალკი, ძიუბა (იუსუპოვი 72) გენტი: სელსი, რაფინია (კულიბალი 90), ასარე, მიტროვიჩი, ნიელსენი, მილიჩევიჩი (პედერსენი 80), მატონი (რამანი 84), კუმსი, ნეტო, საიეფი, დეპოიტრე გაფრთხილებები: გარსია 60 - დეპოიტრე 42, საიეფი 88, პედერსენი 90 ვიდეო მიმოხილვა:  
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები