"არსენალი" - "ემიუ". კოშიელნიმ შესაძლოა მატჩი გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"არსენალი" - "ემიუ". კოშიელნიმ შესაძლოა მატჩი გამოტოვოს


"არსენალის" მცველმა, ლორან კოშიელნიმ თავის ტრავმაზე ისაუბრა, როგორც გახსოვთ, მან დაზიანება "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში (2:3) მიიღო. შეგახსენებთ, 57-ე წუთზე 30 წლის ფრანგი მცველ პერ მერტეზაკერით შეცვალეს. "ბარძაყის უკანა ზედაპირის ტრავმა მაქვს. არ ვიცი, კვირას "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშს თუ შევძლებ" , -თქვა კოშიელნიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები