A ჯგუფი - ლიდერებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

A ჯგუფი - ლიდერებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს


დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა. A ჯგუფში ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობს და ლიდერები წინ ადვილად მიიწევენ. "პსჟ" დონეცკის "შახტარს" ესტუმრა და 0-3 გაიმარჯვა. გოლის გატანა კვლავ ვერ შეძლო იბრაჰიმოვიჩმა, თუმცა, ლუიზიმ და ორიემ პირველ ტაიმში პარიზელები დააწინაურეს. თამაშის მიწურულს "შახტარის" კაპიტანმა, დარიო სრნამ ავტო გოლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მე-2 მატჩში მადრიდის "რეალმა" კრიშტიანო რონალდუს დუბლის წყალობით გაიმარჯვა. რონალდუს უკვე 500-ზე გოლი დაუგროვდა "ბლანკოსის" შემადგენლობაში. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ ადგილს ჯგუფში სწორედ მადრიდელები იკავებენ. შახტარი 0-3 პსჟ გოლები: ორიე 7, ლუიზი 23, სრნა 90+1 (ავტო გოლი) შახტარი: პიატოვი, სრნა, კუჩერი, შევჩუკი, რაკიტსკი, მალიშევი, მარლოსი (კოვალენკო 71), ტეიშეირა, ფრედი, გლადკი (დენტინო 85), ტაისონი (ბერნარდი 71) პსჟ: ტრაპი, მაქსველი, სილვა, ლუიზი, ორიე, მატუიდი, მოტა, დი მარია (პასტორე 82), ვერატი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი (ლუკას მოურა 80) გაფრთხილებები: იბრაჰიმოვიჩი 65, ლუიზი 86, სილვა 89 ვიდეო მიმოხილვა: მალმიო 0-2 რეალი გოლები: კრიშტიანო რონალდუ 29/90 მალმიო: ვილანდი, ბეგტსონი, იოტუნი, ტინერჰოლმი, არნასონი, ადუ, ლევიცკი, როდიჩი (ეიკრემი 67), როზენბერგი, ბერგეტი, დურდიჩი (კარვალიო 81) რეალი: ნავასი, არბელოა, ნაჩო, კარვახალი, ვარანე, კროოსი, კაზემირო, ისკო (ჩერიშევი 84), კოვაჩიჩი (ვასკესი 73), რონალდუ, ბენზემა (მოდრიჩი 68) გაფრთხილებები: როზენბერგი 21, ბერგეტი 36, იოტუნი 36/78 - კოვაჩიჩი 11, კაზემირო, ისკო წითელი ბარათი: იოტუნი 78 ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები