B ჯგუფი - ყველაფერი თავიდან იწყება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

B ჯგუფი - ყველაფერი თავიდან იწყება


დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა. B ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა გერმანულ "ვოლფსბურგთან". როგორც ყოველთვის, "მგლებიდან" ანგარიში კალიჯურმა მე-4 წუთზე გახსნა, თუმცა, მისი გოლი, თან ზუსტად, ამ წუთზე, ყოველთვის კარგის მომენტი ნამდვილად არ არის. მატამ 34-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა, ხოლო, მე-2 ტაიმში ერთადერთი ბურთი სმოლინგმა შეაგდო - 2:1. მოსკოვის "ცსკამ"- "პსვ"-ს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. რუსებისთვის ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, როდესაც 36-ე წუთისთვის კლუბი 3 ბურთით წინ იყო გასული, ხოლო, ნახევრის ბოლოს საერთოდ "ეინდჰოვენის" კარში კიდევ 1 პენალტი დაინიშნა. სეიდუ დუმბიამ (დუბლის ავტორი) ვერ შეძლო გამოყენება და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ. მე-60 და 68-ე წუთებზე "პსვ"-ს თავდამსხმელმა, ლასტიენემ ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა, ჰოლანდიელებმა მეტი ვეღარ მოახერხეს. დამცველი არიასის გაგდების შემდეგ თითქმის ყველა იმედი ამოიწურა და მეტი გოლი აღარ გვინახავს. ჯგუფში ყველა გუნდს 3-3 ქულა დაუგროვდათ და ყველაფერი აქ თავიდან იწყება. მანჩესტერი 2-1 ვოლფსბურგი გოლები: მატა 34 (პენალტი), სმოლინგი 53 - კალიჯური 4 მანჩესტერი: დე ხეა, დარმიანი, სმოლინგი, შვაინშტაიგერი (ჯონსი 72), ვალენსია (იანგი 46), მატა, შნაიდერლინი, ბლინდი, რუნი, დეპაი (პერეირა 62), მარტიალი ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, ტრეში (იუნგი 77), დანტე, როდრიგესი, კალიჯური, გუილავოგი, არნოლდი (შურლე 70), დრაქსლერი, კრუზე, დოსტი (ბენდტნერი 70) გაფრთხილებები: შნაიდერლინი 39, შვაინშტაიგერი 41, დეპაი 61, იანგი 79 - კალიჯური 4 ვიდეო მიმოხილვა: ცსკა 3-2 პსვ გოლები: მუსა 8, დუმბია 21/36 (პენალტი) - ლესტიენე 60/68 ცსკა: აკინფეევი, იგნაშევიჩი, ბერეზუტსკი, ფერნანდესი, შენიკოვი, ვებლუმი, ნაჩო (ერემენკო 67), ძაგოევი, ტოსიჩი (მილანოვი 67), დუმბია (პანჩენკო 90+3), მუსა პსვ: ზოეტი, მორენი, არიასი, ბრუმა, ბრენეტი (პოულსენი 77), პროპერი, მაჰერი (ვლოეტო 89), ჰენდრიქსი, ნარსინგი, ლესტიენე (პერეირო 78), ლოკადია გაფრთხილებები: შენიკოვი 86 - ლოკადია 16, ზოეტი 35, არიასი 43/80 წითელი ბარათი: არიასი 80 შენიშვნა: დუმბიამ 44-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. ვიდეო მიმოხილვა:

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები